წმინდა წერილის (ბიბლიის) განმარტებები

ბიბლიის განმარტება


მოგესალმებით. ამ საიტზე წარმოდგენილი არის დღეისათვის ქართულ ენაზე გამოცემული წიგნების/ნაშრომების წყაროები, რისი მოძიებაც მოვახერხე. ერთი ჩვეულებრივი ადამიანი/ერისკაცი გახლავართ და მხოლოდ ეს მოკლე სია წარმოვადგინე - რადგანაც რაზეც მე მიმიწვდა ხელი, რისი მოძიებაც შევძელი ინტერნეტში და ა.შ. (2013წლისათვის არსებული მონაცემების მიხედვით, თანაც მე არც გახლავართ განსაკუთრებული მცოდნე..). ამიტომაც, ალბათ ბევრი სხვა ნაშრომი შეიძლება არ იყოს შესული სიებში - რაც მე არც ვიცი, ანდა ვერ მოვიძიე, და ამისთვის შენდობას ვითხოვ.
რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დიდი ქართველი მთარგმნელების და წმინდანების (მთაწმინდელი მამები, არსენ იყალთოელი და სხვა..) მიერ თარგმნილი სასულიერო ლიტერატურა, მაგრამ თანამედროვე პერიოდშიც აგრეთვე ფართოდ მიმდინარეობს მთარგმნელობითი საქმიანობაც, და გამოცემულია მრავალი სასულიერო წიგნი, და მათ შორის რათქმაუნდა ჩემთვის უცნობი ადამიანების/მთარგმნელების მიერ - ამიტომაც მე ვერავითარ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ იმათზე, თუ რამდენად ზუსტადაა ისინი თარგმნილი საღვთისმეტყველო-დოგმატური კუთხით. მიუხედავად ამისა, მე მაინც შეტანილი მექნება სიებში. ამიტომ ალბათ კარგი იქნება მოძღვრისგან, ან სხვა, ამ საქმეში ჩახედული პიროვნებისაგან მიიღოთ რჩევა ამა თუ იმ წიგნის შესახებ.


რა თქმა უნდა, უცხო ენებზე (ბერძნულად,რუსულად...) სხვადასხვა წმინდა მამათა მრავალი ნაშრომი და წიგნი არსებობს, თუმცა ამ საიტზე არის მხოლოდ ქართულ ენაზე არსებული წყაროები (თქვენ თუ იცით და მომაწვდით სხვა ქართულ წყაროებს, დავამატებ საიტზე).ასევე, ზოგიერთი წიგნის/ნაშრომის მთლიანი სახე (ან ნაწილი) უკვე დევს ინტერნეტშიც, და ზოგიერთი მათგანი მითითებული მაქვს.

წმინდა წერილი ხომ სულიწმინდის კარნახით, წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მიერაა დაწერილი, რომლებიც იყვნენ ერთადერთი ჭეშმატირი სარწმუნოების მატარებელი ადამიანები. და ეს ერთადერთი სწორი სარწმუნოება, ადამიანთა მიერ კი არ არის მოგონილი(!), არამედ ადამიანებისთვის ღვთის მიერაა მოცემული, და ამ ერთადერთ სწორ გზაზე მიმყვანი არის წმინდა წერილი, რომელიც დაწერეს უშუალოდ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებმა და უფლის მოციქულებმა. და ღმერთმა სწორედ მათი ხელით გაავრცელა ქრისტიანობა - იმათ და იმათ მოწაფეებს,იმათი მოწაფეების მოწაფეებს (და ა.შ. დასაბამიდან დღემდე) ეწოდება ეკლესია, და სწორედ ეკლესიაა ამ "განძის" მფლობელი, და არა სხვადასხვა რელიგიური სექტები და ორგანიზაციები. თვითონვე ეკლესიამ დაადგინა და კანონიკურად ცნო წმინდა წერილში შესულ წიგნთა კრებული, და ეკლესიამვე დაიცვა წმინდა წერილი საუკუნეების მანძილზე, და ამ წუთამდე იცავს მას "უცხო სხეულებისაგან", და მხოლოდ ეკლესიასვე შეუძლია, რომ განგვიმარტოს ის შინაარსი, რა შინაარსიც დევს ბიბლია ში. თუმცა, სამწუხაროდ (არცაა გასაკვირი), თითქმის ყოველ საუკუნეში ჩნდებოდა ( განსაკუთრებით XXსაუკუნიდან ჩნდება) მრავალ რელიგიათა ახალ-ახალი მიმდინარეობები, რომლებიც ცდილობენ, ეკლესიას გამოსტაცონ მისი წმინდა წერილი, და მაგითვე დაუპირისპირდნენ.
ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ვიღაც პიროვნებამ რაღაც შინაარსის წერილი რომ დაწეროს, და გაუგზავნოს სხვა პიროვნებას. მაგრამ ვიღაც ცრუ ადამიანმა ხელში რომ ჩაიგდოს ეს წერილი და ხალხს უთხრას- "აი ხალხნო, ეს წერილი მე მეკუთვნის, და ამ წერილში, ესა და ეს წერია და ესეთი რამე არის ნაგულისხმევიო". ხოლო სინამდვილეში კი, წერილის ავტორს ეგ არ დაუწერია, და თავად ამბობს: "არა, ნუ იგონებ რაღაცეებს, მე ეგ სულაც არ მიგულისხმიაო". ხოლი ის ცრუ ადამიანი კი ვითომც "არგუმენტებით" კვლავ ამტკიცებს - "კი,კი, ესე დაწერაო და ესე იგულისხმაო". ნუ, ავტორს ეცინება ამ ტყუილის მოსმენისას, მარა სამწუხაროდ ხალხის ნაწილი იჯერებს იმ ცრუ ადამიანის სიტყვას, და ჰგონია, რომ ავტორმა მართლაც ის იგულისმა, რასაც ეს ცრუ ადამიანი ჰყვება.
დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა, როდესაც თვითონ ეკლესიამ იცის ბიბლიის ნამდვილი შინაარსი ზედმიწევნით, მაგრამ სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები და სექტები ცდილობენ რომ ეკლესიას წაართვან სწავლება; ყველა ჭეშმარიტება რაც ეკლესიამ განგვიცხადა, ცდილობენ მიისაკუთრონ, და თვითონვე ქრისტიანობა და ეკლესია კი მცდარად შერაცხონ.. არადა ის მოციქულები, რომელთაც დაწერეს სახარება, ახალი აღთქმა, ეპისტოლეები, მათ ხომ სულიწმინდის მიერ დაწერეს ეს, და სულიწმინდის მიერ გაავრცელეს ქრისტიანობა მთელ ქვეყანაზე. სახარებაში მაცხოვარი ამბობს - "არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ" . (იოანე 15.16) და ის გზა, რაც უფალმა დაგვიტოვა, ზუსტად იმ გზას მიჰყვებოდნენ მოციქულებიც, მათი მოწაფეებიც და მოწაფეთა მოწაფეები და მორწმუნეები.. გინდ 3 საუკუნის, გინდ 8 საუკუნის შემდგომ, მოციქულთა მოწაფეები და წმინდანებიც იმავე სულიწმინდის მიერ იყვნენ აღვსილნი და იგივე ღვთის მადლით ავრცელებდნენ ჭეშარიტ მოძღვრებას... და მთელი 20 საუკუნის მანძილზე ამ გზას მიჰყვება ქრისტიანობა, ეს ჯაჭვია სწორედ ეკლესია, სადაც არის ღვთის მადლი და ჭეშმარიტება, და მის გარეშე კი ჭეშმარიტება არ არის - "უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდეს გარე, ვითარცა ნასხლევი, და განხმეს" (იოანე 15.6)... ამიტომაც საჭიროა წმინდა წერილის სწორი განმარტება, რომელიც მხოლოდ უფლის მოციქულებს და წმინდანებს შეუძლიათ, რადგან ისინი არა თავიანთ პირად მოსაზრებებს ასწავლიდნენ(განსხვავებით ყველასაგან), არამედ სულიწმინდის მიერ ჭეშმარიტ შინაარს გადმოგვცემენ(და არა ალალბედზე ნათქვამ მოსაზრებებს. ამიტომ ადამიანი თუ სიმართლეს ეძებს, ის მიიღებს სწორ განმარტებას, მიუხედავად იმისა, მას პირადად "აწყობს" თუ არა ნამდვილი შინაარსი. ხოლო თუკი ამპარტავნებითაა შეპყრობილი ადამიანი, მაშინ ის თავის გამოგონილ განმარტებას უფრო წინ დააყენებს, ვიდრე ღვთის სიტყვას)

ისე კი, სახარება ხომ მთელი ქრისტიანობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, და შესაბამისად ყველა მოღვაწისა და წმინდანის ცხოვრება, ნაშრომები და ქადაგებები - ყველაფერი ხომ (პირდაპირ თუ ირიბად) თავისთავად წმიდა წერილის, სახარების განმარტება არის. შეიძლება რომელიმე ქრისტიანულ ნაშრომს არ ერქვას უშუალოდ "სახარების განმარტება", მაგრამ თავისთავად საღვთო ჭეშმარიტების მასწავლელი იყოს. თვით დღესაც, ჩვენს ეკლესიაში, ხშირად გვესმის ქადაგება ბიბლიის, სახარების შესახებ, მისი განმარტებები; ალბათ ამიტომაც წმიდა წერილის განმარტება შეუძლებელია ამოიწუროს რამდენიმე წიგნისა თუ ნაშრომის ჩამონავალით, რადგანაც ეს დაუსრულებელი რამაა.
თუმცა, თუკი საქმე მიდგება უშუალოდ წმინდა წერილის განმარტებაზე, გამოიყოფა გარკვეული ნაშრომები (მათი რაოდენობაც საკმაოდ დიდია), რომლებიც დაგვიტოვეს წმინდა მოღვაწე მამებმა, იგივე "მოციქულთა მოწაფეებმა" ... და მადლობა ღმერთს იმისათვის, რომ კაცობრიობას გააჩნია ის უდიდესი განძი, რაც დაგვიტოვა მაგალითად: წმინდა იოანე ოქროპირმა, წმინდა ბასილი დიდმა და ა.შ.

ამ საიტის დანიშნულებაა მხოლოდ ისაა, რომ მსურველებს შედარებით გაუადვილდეთ საქმე,და ინტერნეტში მონახონ ბიბლიის განმარტება... ხოლო თუ პირადად მოინდომებთ, ამათ გარდა კიდევ შეგიძლიათ სხვა მრავალი ნაშრომი მოიძიოთ, განსაკუთრებით სხვა(რუსული,ბერძნული..) ენებზე. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული.
ასევე, შეიძლება ამ საიტზე შეცდომებიც იყოს დაშვებული(შენდობას ვითხოვ) და თუ შემატყობინებთ, ვეცდები გამოვასწორო.
[პ.ს. მართალია, წმ.წერილის მიზანი არ არის მაინცდამაინც "ქიმიური-გეოგრაფიული-ბიოლოგიური" ცოდნის გადმოცემა, თუმცა ზოგადი წარმოდგენის ქონისათვის საიტზე დავდე რუქებიც და სურათებიც..]



თვითონ წმინდა წერილის ტექსტი ვისაც უნდა, აგერ არის;
(ან ქართულ წიგნთა ინტერნეტ ბიბლიოთეკაშიცაა სხვა ძველი გამოცემები: მაგალითად, გვერდის ქვემო ფანჯარაში ნახავთ რამოდენიმე "Old Testament"(ძველი აღთქმა)-ის სხვადასხვა ეპოქებში შესრულებულ თარგმანებს (ზოგის მხოლოდ ნაწილია შეტანილი..). [მაქვე კიდევ უამრავი კანონიკური/არაკანონიკური წიგნების ჩამონათვალია, თუმცა ძაან დაგაბნევთ და ამიტომაც sxva არაკანონიკურ წიგნებს აღარ შევეხებით..]

No comments:

Post a Comment

დატოვეთ შეტყობინება